ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით 2,4-ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში. ოფიციალურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ინფიცირების 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე მეტია (4,05%).
ასევე ნახეთ საქართველოში მოიმატა კოვიდით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ვირუსი დაუდასტურდა 2570 ადამიანს, წინა კვირაში - 20-26 ივნისს კი, 1056 ადამიანს.
ასევე ნახეთ 20-26 ივნისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდაბოლო ერთ კვირაში 63 443 ტესტი ჩატარდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 3 ადამიანი და გამოჯანმრთელდა -1103.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია "ომიკრონის" B.A.2 შტამი.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 662 299 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 844 ადამიანი.