ქართველმა მსახიობმა ქალებმა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვეს

თაკი მუმლაძე, იოსებ "სოსო" ბლიაძე და მარიამ ხუნდაძე კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე.

კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი ქალის მთავარი პრიზი გადაეცა ორ მსახიობს, თაკი მუმლაძეს და მარიამ ხუნდაძეს ფილმში „ჩემი ოთახი“ თინას და მეგის როლების შესრულებისთვის.

ფილმის რეჟისორია, იოსებ „სოსო“ ბლიაძე, ნამუშევარი გერმანულ-ქართული ერთობლივი პროდუქციაა.

კადრი ფილმიდან „ჩემი ოთახი“

კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის საუკეთეო ფილმად აღიარეს ირანელი კინორეჟისორის, სადაფ ფორუღის "ზაფხული იმედით."

საუკეთესო რეჟისურისთვის ფესტივალის პრიზი გადაეცა ბეატა პარკანოვას, ჩეხ კინორეჟისორს, ფილმისთვის "სიტყვა".

თაკი მუმლაძე, მარიამ ხუნდაძე და იოსებ "სოსო" ბლიაძე კარლოვი ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

Your browser doesn’t support HTML5

სოსო ბლიაძე და მისი ფილმი „ჩემი ოთახი“