ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი გაორმაგდა

ფოტოილუსტრაცია

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ორჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვიდრე წინა კვირაში. ოფიციალურ მონაცემებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ბოლო კვირების განმავლობაში პირველად, ინფიცირების 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 8 პროცენტზე მეტია (8,1%).

ასევე ნახეთ

საქართველოში მოიმატა კოვიდით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმა

4 ივლისიდან 10 ივლისის პერიოდში, ვირუსი დაუდასტურდა 5154 ადამიანს, წინა კვირაში - 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით კი - 2570 ადამიანს.

ასევე ნახეთ

ბოლო ერთ კვირაში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი 2,4-ჯერ გაიზარდა

ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო დიდი ზრდა გამოჩნდა წინა კვირის მონაცემების შედარებისას ორი კვირის წინანდელთან. 20-26 ივნისს ინფიცირების 1056 შემთხვევა გამოვლინდა.

ასევე ნახეთ

20-26 ივნისს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 056 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო ერთ კვირაში 63 659 ტესტი ჩატარდა, კორონავირუსით გარდაიცვალა 3 ადამიანი და გამოჯანმრთელდა - 2338.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, ტესტირებით აღრიცხულია 1 666 257 შემთხვევა. COVID-19-ით გარდაცვლილია 16 847 ​ადამიანი.