"იუტუბმა" დაბლოკა მარგარიტა სიმონიანის ქმრის, რეჟისორ ტიგრან კეოსაიანის არხი

ტიგრან კეოსაიანი

სოციალურმა გიგანტმა "იუტუბმა" დაბლოკა კრემლის მომხრე რეჟისორ ტიგრან კეოსაიანის არხი "Кеосаян Daily". ამის შესახებ ცნობას ავრცელებს კეოსაიანის ცოლი, ტელეარხ RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი.

"ტიგრანის არხი ჩაახშვეს YouTube-ზე. რა თქმა უნდა, უმიზეზოდ, როგორც მათ იქ, "თანამეგობრობაში" სჩვევიათ. მაგრამ ის მხოლოდ გახარებულია", - წერს სიმონიანი. მან იქვე მიუთითა თავისი ქმრის კლიპზე Rutube-ში, რომელშიც კეოსაიანი ჰყვება, თუ რატომ არის კარგი "იუტუბის" მიერ დაბლოკვა.

აპრილის ბოლოს კეოსაიანმა თავის ერთ-ერთ ვიდეოში გამოაქვეყნა კომენტარი ყაზახეთში 9 მაისის აღლუმის გაუქმების შესახებ. მან ამ ქვეყნის ხელისუფლება დაადანაშაულა "უმადურობასა" და "ღალატში" და მათ უკრაინის მაგალითის ნახვა შესთავაზა. ამ განცხადებების შემდეგ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კეოსაიანს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

8 ივლისს ტიგრან კეოსაიანი სანქცირებულთა სიაში შეიყვანა კანადამ. მისმა ხელისუფლებამ სანქცირებულ პირებს დეზინფორმაციისა და პროპაგანდის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული აგენტები უწოდა. მანამდე კეოსაიანი ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის პერსონალური სანქციების ქვეშ მოექცა.