ადვოკატებმა, რომლებიც კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავის, ბრიტნი გრაინერის ინტერესებს იცავენ რუსეთის, მოსკოვის გარეუბნის სასამართლოში, 15 ივლისს პროცესზე წარადგინეს ცნობა, რომ ორი წლის წინ აშშ-ში სპორტსმენს გამოუწერეს სამედიცინო კანაფი მიღებული ტრავმების სამკურნალოდ.
31 წლის გრაინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. გრაინერს ათწლიანი პატიმრობა ემუქრება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შენახვისთვის, რაც კრიტიკოსების ვარაუდით, მოსკოვის მცდელობაა, ვაშინგტონისგან დათმობები მიიღოს უკრაინაში ომის ფონზე.
კალათბურთელმა აღიარა, რომ ჰქონდა ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯი.
სასამართლომ ხიმკიში 14 ივლისს მოისმინა იმ კლუბის ხელმძღვანელისა და თანაგუნდელის მხარდამჭერი გამოსვლები, რომელშიც ის თამაშობს.