საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წუხილს გამოთქვამს საქართველოში აშშ-ის ელჩის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ "ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები".
"ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რომელიც კეთდება ამერიკის ელჩის მიმართ. არ მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ რამე მტკიცებულებებია, საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან გაიმართოს ერთი-ერთზე საუბარი და არა ტელევიზიებით. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს", - თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.
აშშ-ის ელჩის მიმართ კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც "მთავარი არხის" დირექტორის საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ თქვა, რომ ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის დეტალებით ელჩი კელი დეგნანი დაინტერესდა და ის აშშ-ის საელჩოს პროგრამიდან მოხსნეს.
"ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით... ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა", - წერია "რუსთავი 2"-ის მიერ ლაშა ჩხიკვაძის სახელით გავრცელებულ წერილში.
ასევე ნახეთ გვარამიას მოსამართლე: აშშ-ის საელჩომ ამ საქმეზე ანგარიში მომთხოვასაქართველოს იუსტიციის ყოფილი და კულტურისა და სპორტის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი მოსამართლის ამ გაცხადებას მიესალმება.
"მივესალმები ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებას. ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის.......", - დაწერა წულუკიანმა "ფეისბუკში".
ასევე ნახეთ წულუკიანი: მივესალმები მოსამართლის მიერ ზეწოლის თუ ზეწოლის მცდელობის ფაქტების გასაჯაროებასმოსამართლის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი. კითხვაზე, რას ნიშნავს განმარტების მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, რაზეც მოსამართლე საუბრობს თავის განცხადებაში, დეგნანმა უპასუხა, რომ ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება.
ასევე ნახეთ დეგნანი: ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, არ შეესაბამება სიმართლესთბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ნიკა გვარამიას 3 წლით და 6 თვით მიუსაჯა პატიმრობა. განაჩენი 16 მაისს გამოცხადდა. გვარამია დამნაშავედ იქნა ცნობილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში.
ეს გადაწყვეტილება მოსამართლემ მაშინ გამოაცხადა, როცა საქართველოს უკვე ჰქონდა გაკეთებული განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. გვარამიას საქმე მოხვდა ევროპარლამენტის რეზოლუციაშიც, რომელიც 9 ივნისს მიიღეს.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტმა მიიღო საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ რეზოლუცია