მოსამართლე დავით ნარიმანიშვილს მშობლებმა 108 000 ლარი აჩუქეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლეს, დავით ნარიმანიშვილს 2021 წელს მშობლებმა 108 000 ლარი აჩუქეს. მოსამართლემ ეს თანხა ყოველწლიურ დეკლარაციაში მიუთითა. ეს თითქმის ორჯერ მეტია მოსამართლის წლიურ ხელფასზე. ამავე დეკლარაციის მიხედვით წლის განმავლობაში ხელფასის სახით 65 680 ლარი მიიღო.

დავით ნარიმანიშვილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომდე გურჯაანის სასამართლოში მუშაობდა, მშობლებისგან 2019 წლიდან მუდმივად იღებს საჩუქრად ფულს.

2021 წლის დეკლარაციაში მას მითითებული აქვს, რომ მშობლებისგან მიიღო 21 700 ლარი, 2020 წლის დეკლარაციაში საჩუქრად მიღებულ 27 000 ლარს ვხვდებით, 2019 წელს კი 8 500 ლარს.

2021 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში, არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებები საქართველო" მიუთითებდა, რომ დავით ნარიმანიშვილი ერთ-ერთია იმ 11 მოსამართლეს შორის, რომელთა დიპლომები არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რაც მოსამართლის განათლების და კვალიფიკაციის მიმართ არსებობს.