ზონალური პარკირების ელექტრონული აპლიკაცია კვლავ ამუშავდა

საილუსტრაციო ფოტო

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეიდან, 22 აგვისტოდან, გამართულად ამოქმედდა მუნიციპალური ელექტრონული სისტემა.

მერიის თანახმად, „22 აგვისტოდან ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები სისტემით სარგებლობას ჩვეულ რეჟიმში შეძლებენ“.

ტექნიკური შეფერხებების გამო, რაც 15 აგვისტოს დაწყებულ სისტემის განახლების პროცესს უკავშირდებოდა, ზონალურ-საათობრივი პარკირების მომხმარებლები არ ჯარიმდებოდნენ.