ევროპის გაზის მარაგების 80 პროცენტი შევსებულია

გერმანიის მედიის თანახმად, ევროპის გაზის მარაგის საცავის 80 პროცენტი შევსებულია.

Deutschlanfunk-ს მოჰყავს ევროპის გაზის საცავის კომპანიის მონაცემები, რომ 31 აგვისტოსთვის ევროპის მარაგის 80,1 პროცენტი შევსებულია. შედეგად ევროკავშირმა მიზანს მიაღწია დათქმული ვადიდან ორი თვით ადრე.

ამავე ცნობით, საკუთრით გერმანიის მარაგის საცავის 84 პროცენტია შევსებული.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებული ენერგეტიკული კრიზისის პირობებში ევროკავშირმა მიიღო კანონი, რომლის თანახმად 1 ნოემბრისთვის გაზის რეზერვუარების 80 პროცენტი უნდა გავსებულიყო.

გერმანიის მიზანია, 1 ნოემბრისთვის მარაგის საცავის 95 პროცენტი შეავსოს.