კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს „დონბასის აღდგენას და განვითარებას“. პესკოვს, რომელიც ვლადივოსტოკში იმყოფება და „აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმში“ მონაწილეობს, კრემლის მიერ კონტროლირებული გამოცემის, „იზვესტია“-ს კორესპონდენტმა ჰკითხა, აპირებს თუ არა პრეზიდენტი პუტინი დონბასში ჩასვლას. პესკოვმა უპასუხა, რომ პრეზიდენტი ჩავა, როცა ამის დრო დადგება. როდის დადგება ეს დრო, კრემლის პრესმდივანს არ უთქვამს.
რუსეთის არმია, რომელიც უკრაინაში 195 დღის წინ შეიჭრა, დონბასზე სრული კონტროლის დამყარებას ვერ ახერხებს.
ასევე ნახეთ როგორ (რატომ) სჯობნის უკრაინა რუსეთსრუსეთმა, პრეზიდენტ პუტინის განკარგულებით, უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაიწყო "სპეციალური სამხედრო ოპერაცია", რომლის მიზნად გამოცხადდა უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". უკრაინის ტერიტორიაზე რუსული არმიის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება.