თურქეთში მიწისძვრა მოხდა, ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა

ფოტოილუსტრაცია

თურქეთში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოს ტერიტორიაზეც.

პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე იყო 5,3 (ML) მაგნიტუდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრა თბილისის დროით 18:08 საათზე მოხდა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 64 კმ-ში.