საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერის ანგარიშზე ეხმაურება უკრაინის ოთხ რეგიონში რუსეთის მიერ ორგანიზებულ ე.წ. რეფერენდუმებს.
„საქართველო კატეგორიულად გმობს და მისთვის მიუღებელია რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებული რეფერენდუმები. ეს ცინიკურად არღვევს საერთაშორისო სამართლისა და უკრაინელი ხალხის ნებას, რომელიც გმირულ ბრძოლას აგრძელებს.
ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერას - დღეს, როდესაც სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა, ეს სიტყვები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რადგან ამას ამბობს ერი, რომელმაც იცის, რა არის ოკუპაციის ტკივილი", - წერს ზურაბიშვილი.
დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში რუსეთის მიერ დანიშნულმა დე ფაქტო ადმინისტრაციებმა ე.წ. რეფერენდუმების 23-27 სექტემბერს ჩატარების გადაწყვეტილება ერთ დღეს, 20 სექტემბერს გამოაცხადეს.
ასევე ნახეთ რას იზამს კრემლი უკრაინის ტერიტორიების მორიგი ანექსიის შემდეგ?კენჭისყრას, რომელიც რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ფორმალურ ანექსიას მოასწავებს, კიევმა და მისმა დასავლელმა პარტნიორებმა უკვე უწოდეს „ფალსიფიკაცია“ და კრემლის შემდგომი ესკალაციისკენ მიმართული კამპანია, რომელსაც მორიგი მკაცრი სანქციებით უპასუხებენ.