დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიური ინფორმაცია, რომელიც უკრაინაში ომს ეხება და დაზვერვის მონაცემებს ეფუძნება, დღეს, 29 სექტემბერს მთლიანად ეთმობა რუსეთში მიმდინარე მობილიზაციას.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს თანახმად, პრეზიდენტ პუტინის მიერ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადებიდან შვიდ დღეში, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, ვისაც გაწვევის თავიდან აცილება სურდა ქვეყნიდან გავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი რიცხვი უცნობია, ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ ის აღემატება რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრისთვის 2022 წლის თებერვალში მობილიზებული ძალების რიცხოვნობას.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ შორის, ვინც რუსეთის დატოვებას ცდილობს, სჭარბობენ უზრუნველყოფილი და კარგად განათლებული ადამიანები.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, „ტვინების გადინების“ დაჩქარებას და მობილიზაციის გამო სამუშაო ძალის შემცირებას რუსეთის შიდა ეკონომიკურ სიტუაციაზე სულ უფრო მზარდი გავლენა ექნება.
21 სექტემბრიდან, პრეზიდენტ პუტინის მიერ უკრაინასთან საომრად "ნაწილობრივი მობილიზაციის" გამოცხადების შემდეგ, რუსეთის დატოვებას ცდილობს ათეულობით ათასი მოქალაქე. მათ შორის - სახმელეთო გზით რუსეთთან მოსაზღვრე ფინეთში, საქართველოში, ყაზახეთსა და მონღოლეთში ჩასვლას.
ასევე ნახეთ
ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის სხვა რეგიონების წარმომადგენლებს შესვლა შეუზღუდესასევე ნახეთ
ერთ კვირაში ევროკავშირის საზღვრები გადაკვეთა რუსეთის 66 000-მა მოქალაქემ