"მწვანე ბარათის" გათამაშებისთვის რეგისტრაცია იწყება

ფოტოილუსტრაცია

აშშ-ში გამგზავრებისა და დასაქმებისთვის ერთ-ერთი ლეგალური გზის, "მწვანე ბარათის" პროგრამაში რეგისტრაცია იწყება. როგორც საქართველოში აშშ-ის საელჩო იუწყება, რეგისტრაციისთვის ერთ თვეზე მეტი დრო იქნება გამოყოფილი.

"შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა", - აცხადებენ საელჩოში.

დეტალები:

  • რეგისტრაცია იწყება 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე;
  • რეგისტრაცია დასრულდება 8 ნოემბერს, 20:00 საათზე;
  • რეგისტრაცია იყო და არის უფასო;
  • რეგისტრაცია ხდება სპეციალურ სივრცეში - dvprogram.state.gov;
  • რეგისტრაციის დროს გაიცემა უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ;
  • აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას - სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2023 წლის 6 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov.

"თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს..." - აცხადებს აშშ-ის საელჩო.

მასალა არქვიდიან

მილიონი მწვანე ბარათი ათ წელიწადში - ქართველები ამერიკაზე ოცნებობენ

"მწვანე ბარათის" შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე.