კვირას, 12:30 საათზე, მთელი უკრაინის მასშტაბით, გარდა ოკუპირებული ყირიმისა, საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინის ხელისუფლებამ მოქალაქეებს თავშესაფრებში ჩასვლისკენ მოუწოდა.
როგორც გამოცემა "უკრაინსკა პრავდა" იუწყება, ჯერჯერობით არ არსებობს ინფორმაცია ამ განგაშის შედეგების შესახებ.
რუსეთის მიერ 10 ოქტომბრიდან გააქტიურდა სარაკეტო შეტევა უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე, ძირითადად, ენერგოობიექტებზე.
ასევე ნახეთ
უკრაინის „მძიმე დილა“ - რას ცვლის რუსეთის „სარაკეტო ტერორი“?ოფიციალური მონაცემებით, 10 ოქტომბერს დილით:
- რუსეთმა 87-მდე რაკეტა ისროლა კიევსა და უკრაინის რეგიონებში;
- დაიღუპა, სულ ცოტა, 14 ადამიანი, დაშავდა - 60-ზე მეტი;
- კიევში დაიბომბა ცენტრი, ხალხმრავალი ადგილები და დაარტყეს ტურისტებისთვის მიმზიდველ „შუშის ხიდსაც“;
- დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა: ცალკეულ ქალაქებსა და დასახლებებს დროებით შეუწყდათ ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება.