რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ნატალია სინდეევა და ეკატერინა კოტრიკაძე "უცხოეთის აგენტებად" გამოაცხადა

"დოჟდის" დამფუძნებელი ნატალია სინდეევა

პარასკევს რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ახალი სახელებით შეავსო უცხოელი აგენტების რეესტრი. ინდივიდუალური აგენტების სიაში შედიან ნატალია სინდეევა, Dozhd media holding-ის დამფუძნებელი, "დოჟდის" ჟურნალისტები ეკატერინა კოტრიკაძე და ვლადიმერ რომენსკი, იურისტი მიხაილ ბენიაში, პოლიტოლოგი ტარას ბერეზოვეცი და ვიდეო ბლოგერი ივან იაკოვინა.

უცხოეთის აგენტ მასობრივ საინფორმაციო საშუალებად ცნეს ასევე კომპანია Bookmate-ი გენერალური დირექტორი, ანდრეი ბაევი, ამავე კომპანიის მარკეტინგის დირექტორი და რუსული გამოცემა Individuum-ის დამფუძნებელი ალექსეი დოკუჩაევი და თავად ირლანდიაში დარეგისტრირებული დახურული სააქციო საზოგადოება "ბუკმეიტ ლიმიტედი".

  • 2012 წელს რუსეთში ძალაში შევიდა შესწორებები არაკომერციული ორგანიზაციების შესახებ კანონში და რუსეთის კანონმდებლობაში მაშინ გამოჩნდა პირველად „უცხოეთის აგენტის“ ცნება. ამ შესწორებების თანახმად, არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას და პოლიტიკით არიან დაკავებული, უნდა დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოეთის აგენტები“.
  • 2017 წელს გაკეთებული შესწორებების მიხედვით, „უცხოეთის აგენტის“ იარლიყი შეიძლება მიეკეროს მედიაორგანიზაციებსაც (მათ შორისაა რადიო თავისუფლების რამდენიმე სამსახური), ხოლო 2018 წლიდან მათ რიცხვს მიემატა ის არაკომერციული ორგანიზაციებიც, რომლებიც დაფინანსებას იღებენ არა უშუალოდ უცხოეთიდან, არამედ რუსეთის იურიდიული პირებისგან, როლებსაც დაფინანსების უცხოური წყაროები აქვთ.
  • 2020 წლის თებერვალში კი „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული მედიაორგანიზაციები უკვე ვალდებული გახდნენ რუსეთში იურიდიულ პირებად დარეგისტრირდნენ. ამ ცვლილებისას კანონს დაემატა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე - ის უკვე გავრცელდა არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებზეც, რომლებიც „უცხოეთისთვის მუშაობენ“ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან (მაგალითად, ჟურნალისტები).