საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იან ლიპავსკის შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით:

  • "ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ჩეხეთის მიერ საქართველოს პრიორიტეტების მტკიცე მხარდაჭერას";
  • "განსახილველ საკითხებს შორის იყო რეგიონსა და მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო. ხაზი გაესვა საქართველოს საკვანძო სტრატეგიულ მდებარეობას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპის ენერგომომარაგების უზრუნველყოფის მიმართულებით".
ასევე ნახეთ ევროკავშირის თავმჯდომარე ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში შეხვედრებს მართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მარტინ დვორჟაკი, ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთში მარიამ რაქვიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.