თბილისში, King David-თან ახლოს, მიწა ჩამოიშალა

King David-თან ჩამოშლილი მიწისგან და მცენარეებისგან საავტომობილო გზის გაწმენდის პროცესი

თბილისში, King David-თან ახლოს, ხე-მცენარეებთან ერთად მიწა ჩამოიშალა და საავტომობილო გზა ჩახერგა. თბილისის მერიაში ამბობენ, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

უწყების ცნობით, ადგილზეა შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

საავტომობილო გზის გაწმენდის პროცესი