მოდის სახლი ბალენსიაგა Twitter-ს აღარ გამოიყენებს

ბალენსიაგა პირველი მოდის სახლია, რომელიც უარს ამბობს twitter-ის გამოყენებაზე მისი ახალი მფლობელის, ელონ მასკის ბოლო გადაწყვეტილებების გამო, რაც სიტყვის თავისუფლების დაცვის სახელით, სიძულვილის ენასთან და დეზინფორმაციასთან შედარებით რბილ მიდგომას გულისხმობს. ელონ მასკის მიერ სამსახურიდან 4 ათასი ადამიანის გათავისუფლება, twitter-ის მომხმარებლებისთვის ფასიანი სერვისის შეთავაზების იდეა და რეკლამების მოდერაციის პოლიტიკის შემსუბუქება მზარდ შეშფოთებას იწვევს ამ პლატფორმის მომავლის გამო.

ასევე ნახეთ ბაიდენის თქმით, TWITTER-ი მთელ მსოფლიოში დეზინფორმაციას ავრცელებს

ბალენსიაგამდე twitter-ის გამოყენებაზე უარი თქვა მოდელმა ბელა ჰადიდმა, ასევე კომპანიებმა General Motors-მა და Dyson-მა.

ბალენსიაგას ანგარიშს Twitter-ზე 950 000 გამომწერი ჰყავდა.