პორტუგალიის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ხუთ მსოფლიო ჩემპიონატში გაიტანა გოლი. 24 ნოემბერს განის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შეხვედრაში 37 წლის რონალდუმ მატჩის 65-ე წუთზე პენალტით გახსნა ანგარიში.
ეს შეხვედრა პორტუგალიის ნაკრებმა ანგარიშით 3:2 მოიგო.
კრიშტიანუ რონალდუმ თავისი პირველი გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე 2006 წელს გერმანიაში გაიტანა ირანის ნაკრების წინააღმდეგ და მაშინაც პენალტით.