ბალტიისპირეთისა და ჩრდილოეთ ევროპის შვიდი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოსახატავად 28 ნოემბერს კიევში ჩავიდნენ - იმ ფონზე, როცა უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება რუსეთის საჰაერო და სარაკეტო თავდასხმები, რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენა ქვეყნის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას.
"ჩვენ - ესტონეთის, ფინეთის, ისლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ვართ კიევში, უკრაინასთან სრული სოლიდარობით", - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ტვიტერზე და დასძენს: "მიუხედავად რუსეთის მხრიდან დაბომბვისა და ბარბაროსული სისასტიკისა, უკრაინა გაიმარჯვებს!"
We, the Ministers of Foreign Affairs from 🇪🇪🇫🇮🇮🇸🇱🇻🇱🇹🇳🇴🇸🇪, are in Kyiv today in full solidarity with Ukraine. Despite Russia%27s bomb rains and barbaric brutality Ukraine will win! pic.twitter.com/6FpGT3aENM
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) November 28, 2022
მანამდე უკრაინა აცხადებდა, რომ რუსეთი ახალ თავდასხმებს გეგმავს უკრაინის ინფრასტრუქტურაზე. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს მოუწოდა, დავარდნილი ტემპერატურისა და სიცივის ფონზე კვლავ მზად იყვნენ ელექტროენერგიის მიწოდების გათიშვისთვის.