რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განზრახვის შესახებ, ეწვიოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის მთავრობის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
ამის შესახებ იტყობინება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასი“. პესკოვს არ დაუსახელებია დონბასში პუტინის ჩასვლის დაახლოებითი თარიღიც კი.
პესკოვმა ასევე თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში „მობილიზაცია დასრულდა“, ხოლო რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ დამატებით ცნობას არ გაავრცელებს. პუტინმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთს დონბასის ნაწილი ადრევე უნდა დაეკავებინა, მაგრამ, მისი თქმით, იმედი ჰქონდა, რომ დონეცკი და ლუგანსკი უკრაინასთან „შეერთებას“ შეძლებდნენ.
ასევე ნახეთ გერმანიის კანცლერმა პუტინს მოუწოდა, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან, პუტინი შოლცს უკრაინასთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლას ურჩევს