მსოფლიოს ჩემპიონატზე მეოთხედფინალის ორი საგზური გათამაშდა

ნიდერლანდმა მერვედფინალში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დაამარცხა

კატარში მიმდინარე მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპის ორი შეხვედრა გაიმართა და პირველი მეოთხედფინალური წყვილიც დაკომპლექტდა. მსოფლიოს რვა საუკეთესო ნაკრებს შორის ადგილები ნიდერლანდისა და არგენტინის ნაკრებებმა გაინაღდეს და მომდევნო ეტაპზე 9 დეკემბერს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

ნიდერლანდმა მერვედფინალში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 3:1. არგენტინელებმა კი 2:1 მოუგეს ავსტრალიას.

დღეს კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი დაკომპლექტდება - მერვედფინალში საფრანგეთი პოლონეთს შეხვდება, ინგლისი - სენეგალს.