რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ქალაქ ზაპოროჟიეზე

საილუსტრაციო ფოტო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე. ადგილობრივი დროით 03:00 საათისთვის საქალაქო საბჭოს მდივანმა ანატოლი კურტევმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სარაკეტო დარტყმა განხორციელდა სამრეწველო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. კონკრეტულად რომელზე, მითითებული არ ყოფილა. ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული ინფორმაცია დაშავებულების და ზარალის შესახებ.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის ენერგოობიექტებს მესამე თვეა ინტენსიურად უტევენ, რამაც ქვეყანაში მწვავე ენერგოკრიზისი გამოიწვია.