დონეცკის ოკუპირებულ ნაწილში რუსი სამხედროების სატვირთო ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა

საილუსტრაციო ფოტო

16 ადამიანი დაიღუპა რუსეთის სამხედრო ძალების სატვირთო ავტომანქანის და მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად უკრაინის დონეცკის ოლქის იმ ნაწილში, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს საგანგებო სიტუაციების ადგილობრივ სამსახურზე დაყრდნობით.

ჯერჯერობით უცნობია დაღუპულთაგან რამდენია სამხედრო და რამდენი - სამოქალაქო პირი. დაშავდა 4 ადამიანი, მათგან სამი სამხედრო, რომელთა მდგომარეობა მძიმეა. ავარია დონეცკის ოლქის გორლოვსკის რაიონში მოხდა.