10 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა უკრაინის ქალაქ კურახოვოზე რუსეთის შეტევას

საილუსტრაციო ფოტო

სულ მცირე 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა უკრაინის დონეცკის ოლქის ქალაქ კურახოვოზე რუსეთის სამხედრო ძალების შეტევის შედეგად.

დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პავლო კირილენკოს ინფორმაციით, 7 დეკემბერს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დარტყმები განახორციელეს ქალაქის ბაზარზე, ავტოგასამართ სადგურსა და საცხოვრებელ სახლებზე. დაჭრილია 10-ზე მეტი ადამიანი.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილო ტიმოშენკოს ცნობით, რუსეთის ჯარებმა კურახოვოზე იერიში მიიტანეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით.