რიაბკოვმა განაცხადა, რომ სტამბოლში შედგა რუსი და ამერიკელი დიპლომატების შეხვედრა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი. მოსკოვი. 14 მაისი. 2022 წელი

9 დეკემბერს, სტამბოლში, ერთმანეთს შეხვდნენ რუსი და ამერიკელი დიპლომატები ორმხრივი ურთიერთობის რიგი ტექნიკური საკითხების განსახილველად, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის სიტყვებზე დაყრდნობით, Reuters-ს მოჰყავს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, TASS-ის ცნობა, რომ მხარეები განიხილავენ "რთულ საკითხებს", მათ შორის ვიზებს, საელჩოს პერსონალის რაოდენობას, თითოეული მხარის ინსტიტუტებისა და სააგენტოების მუშაობას საზღვარგარეთ, ასევე სხვა, დაუკონკრეტებელ საკითხებსაც.

რიაბკოვის თქმით, შეხვედრა გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილებების ხელმძღვანელებს შორის.

მისი თქმით, ეს იყო ტექნიკური შეხვედრა და არა იმის ნიშანი, რომ მხარეები მზად არიან განაახლონ "ძირითადი საკითხების" განხილვა.