კატარში პირველი ნახევარფინალისტები პენალტების სერიაში გამოვლინდნენ

ხორვატებმა მეოთხედფინალში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ბრაზილიას პენალტების სერიაში აჯობეს.

არგენტინისა და ხორვატიის საფეხბურთო ნაკრებები კატარში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან და ფინალის საგზურისთვის ერთმანეთს 13 დეკემბერს დაუპირისპირდებიან.

ხორვატებმა მეოთხედფინალში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ბრაზილიას პენალტების სერიაში აჯობეს. ასევე პენალტების სერიამ გადაწყვიტა არგენტინისა და ნიდერლანდის ნაკრებების მატჩის ბედი.

დარჩენილი ორი მეოთხედფინალი დღეს გაიმართება. 19:00 საათზე დაიწყება მაროკოსა და პორტუგალიის მატჩი. 23:00 საათზე - ინგლისისა და საფრანგეთის. ამ თამაშებში გამარჯვებულები კი ნახევარფინალში დაწყვილდებიან.