გერმანიამ უარი თქვა უკრაინისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ების მიწოდებაზე. ბერლინი ამას იმით ხსნის, რომ ისინი ნატოს თავდაცვისთვისაა საჭირო, იტყობინება BBC.
„გულწრფელად რომ ვთქვა, არ გვაქვს Patriot-ის თავისუფალი სისტემები, რომელთა გაგზავნაც შეგვეძლო, მაგალითად, უკრაინაში. Patriot-ები ნატოს კოლექტიური თავდაცვის სისტემის ნაწილია,“ განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ტობიას ლინდნერმა.
გერმანია პოლონეთში აპირებს Patriot-ების გაგზავნას, მას შემდეგ, რაც პოლონეთში, უკრაინის საზღვართან, ორი ადამიანი დაიღუპა იქ ჩამოვარდნილი რაკეტის ფრაგმენტებით. როგორც ჩანს, რაკეტა უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ იყო ნასროლი.
ამჟამად გერმანია სწავლობს, პოლონეთის ტერიტორიაზე ზუსტად სად შეიძლება განთავსდეს Patriot-ის სისტემები. „ჩვენ ერთგული ვართ პოლონეთის უსაფრთხოების დაცვისა, ამიტომ გამოვდივართ წინადადებით, Patriot-ები განთავსდეს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე,“ თქვა ლინდნერმა.