მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებს, ჩემპიონის ტიტულის ზედიზედ მეორედ მოსაპოვებლად ერთადერთი თამაშის მოგება სჭირდება.
საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრებმა კატარში მიმდინარე მუნდიალის ნახევარფინალში მაროკოს ნაკრები დაამარცხა, ანგარიშით 2:0 და საჩემპიონო თასისთვის არგენტინასთან ითამაშებს.
მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი 18 დეკემბერს გაიმართება. იქამდე კი, 17 დეკემბერს, მესამე ადგილი გათამაშდება და ერთმანეთს ხორვატიისა და მაროკოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან.