გერმანელი პოლიტიკოსები მეურვეობას იღებენ ირანში დაპატიმრებულ და სიკვდილმისჯილ ადამიანებზე

საილუსტრაციო ფოტო: საპროტესტო გამოსვლები ირანში

გერმანელი პოლიტიკოსები ირანის საპროტესტო მოძრაობისთვის სოლიდარობის გამოცხადების მიზნით, მეურვეობას იღებენ ცალკეულ პატიმრებზე.

აქციაში სულ უფრო და უფრო მეტი პოლიტიკოსი ჩაერთო ფედერალურ და რეგიონულ დონეზე. მასში მონაწილეობენ თიურინგიის პრემიერ-მინისტრი ბოდო რამელო, გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი კატრინ გიორინგ-ეკარდტი, პარლამენტის წევრი "ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან" კატია ლაიკერტი და სხვები. ამ ეტაპისთვის, როგორც აქციის ინიციატორები ამბობენ, 50-მდე პოლიტიკოსმა იკისრა მეურვეობა ირანის მოქალაქეებზე.

გერმანელ პოლიტიკოსებს სურთ, საზოგადოებას მეტი ინფორმაცია მიაწოდონ რეჟიმის მიერ დაკავებულების შესახებ და თეირანზე მეტი ზეწოლა განახორციელონ.

მემარცხენე პოლიტიკოსმა რამელომ ტვიტერით განაცხადა, რომ მეურვეობა იკისრა ჟურნალისტსა და პოლიტიკურ აქტივისტზე, შემათოლა თაბარზადიზე და სურს მისი სიცოცხლისთვის იბრძოლოს. ჟურნალისტი პასუხისგებაშია მიცემული გამოთქმისთვის: „მტრობა ღვთის წინააღმდეგ“. მას სიკვდილით დასჯა მოელის.

გიორინგ-ეკარტიც სიკვდილმისჯილის დაცვას ცდილობს - მან მეურვეობა იკისრა ფარჰამ ფარვარიზე, 25 წლის მოცურავეზე. ლაიკერტი იბრძვის 16 წლის სონია შარაფის განთავისუფლებისთვის.