უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, მონიტორინგის ჯგუფი Беларускі Гаюн-ი იუწყება, რომ ბელარუსის ორი აეროდრომიდან რუსული გამანადგურებლები აფრინდნენ. კერძოდ, მათი ინფორმაციით, საუბარია MiG-31K-ის ტიპის ორ საბრძოლო თვითმფრინავზე, L-76 A-50U-ის ტიპის თვითმფრინავსა და კიდევ ორ გამანადგურებელზე.

16 დეკემბერს, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით მასშტაბური სარაკეტო იერიში განახორციელეს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაზიანება მოჰყვა. დაღუპულთა შორისაა წლინახევრის ბავშვიც.