მედვედევმა რუსეთისადმი "ზოოლოგიური სიძულვილით" ახსნა გაზის ფასის ზედა ზღვრის დაწესება

ფოტო არქივიდან. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დმიტრი მედვედევი

რუსეთის ექსპრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ დმიტრი მედვედევმა სულელური უწოდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ბუნებრივი გაზის ფასის ზედა ზღვრის დაწესებაზე.

მედვედევის თანახმად, ისევე, როგორც ნავთობის შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება ნაკარნახევია არა ეკონომიკური ლოგიკით, არამედ, „ზოოლოგიური სიძულვილით რუსეთის მიმართ, რომელიც მომდინარეობს მანიაკალური თეზისიდან - ყველაფერში დამნაშავე რუსები არიან“. მისივე შეფასებით, ევროკავშირის „ვოლუნტარისტული, არასაბაზრო ზომა“ სერიოზულად ვერ იმუშავებს.

ასევე ნახეთ ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ გაზის ფასის ზედა ზღვრის შემოღებაზე

რუსული ნავთობის და გაზის ფასის ზედა ზღვრის დაწესება ერთ-ერთია იმ შემზღუდავ ზომებს შორის, რომლებსაც ევროკავშირმა მიმართა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად.