17-ს მიაღწია იაპონიაში ძლიერი თოვის გამო დაღუპულთა რიცხვმა.
დაშავებულია 90 ადამიანი, იტყობინებიან ამ ქვეყნის სახანძრო და სამაშველო სამსახურები.
არსებული ცნობით, ასეულობით ოჯახს არ აქვს ელექტროენერგია.
გასულ კვირაში ჰაერის ცივმა ფრონტმა იაპონიის ჩრდილოეთში გამოიწვია ძლიერი თოვა. ავტობანებზე ასეულობით ავტომანქანა გაჩერდა.