პრეზიდენტმა მარიტა მეფარიშვილი და დევი მეზურნიშვილი დააჯილდოვა მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“

დევი მეზურნიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააჯილდოვა თბილისში, ვაკის პარკში 13 ოქტომბერს დაღუპული მოზარდი მარიტა მეფარიშვილი და მებაღე, რომელიც შადრევანში ჩასული ბავშვების გადარჩენას ცდილობდა.

სალომე ზურაბიშვილმა მარიტა მეფარიშვილის ოჯახს გადასცა ჯილდო მეგობრების გადასარჩენად თავგანწირვისათვის, უდიდესი ჰუმანურობისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის. მოზარდების გადარჩენისთვის გამოვლენილი თავდადებისა და განსაკუთრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისათვის დაჯილდოვდა დევი მეზურნიშვილიც.

ასევე ნახეთ „პირადად კალაძემ საჩუქრად გადმოგვცა მე და ჩემს ოჯახს მშენებარე ბინა თბილისში" - ვაკის პარკის მებაღე

ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაშია „ვაკის პარკის შადრევნის საქმეზე" ბრალდებული ცხრა პირი, რომელთა შორის არიან მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე და კომპანია "გრინსერვის +"-ის დირექტორი.

ასევე ნახეთ სამხარაულის ბიურო ვაკის პარკის შადრევანზე - რას მიაგნეს ექსპერტებმა