ქისტაურის გარდაცვალების საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა - ბელგიის პროკურატურა

ფორმულა ავრცელებს ბელგიის პროკურატურის ხელთ არსებულ ინფორმაციას ქართველი ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის სიკვდილის ფაქტთან დაკავშირებით. ბელგიის პროკურატურის ინფორმაციით, ცხედარი სამართალდამცველებმა ორშაბათს, ანუ 2 იანვარს იპოვეს, რის შემდეგაც ცხედარს აუტოფსია [გვამის გაკვეთა დიაგნოსტიკური ან სამეცნიერო მიზნით - რ.თ.] ჩაუტარეს, რამაც დანაშაულის ნიშნები გამორიცხა.

"გასულ ორშაბათს ანტვერპენში, ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დაინიშნა საგამოძიებო მოსამართლე და ჩატარდა აუტოფსია, ამან აჩვენა, რომ არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები", - უთხრეს ფორმულას პროკურატურაში.

ასევე ნახეთ ბელგიის პოლიციამ დაადასტურა ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალება

ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა - ოჯახი, ბელგიის პოლიცია და საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დროს ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.

ასევე ნახეთ "საკონსულო კავშირზეა პოლიციასთან" - ბელგიაში ქართველი ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის შესახებ ცნობებს საგარეო უწყება ამოწმებს