ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის დროს დაშავებული კაცის მდგომარეობა მძიმეა

ფოტოილუსტრაცია

თბილისში, ლოტკინის დასახლებაში ლიფტის ჩავარდნის დროს დაშავებული ერთი კაცის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი ორი კი კონტაქტურია და კვლევები უტარდებათ. ინფორმაცია მათ შესახებ რადიო თავისუფლებამ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან და ალადაშვილის კლინიკიდან მოიპოვა, სადაც ისინი სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გადაიყვანეს.

"აპარატზეა გადაყვანილი ტრავმული შოკის გამო. ახალგაზრდა მამაკაცია, ექიმები ადგენენ რა დაზიანებები აქვს. მდგომარეობა მძიმეა - ქვედა კიდური აქვს მოტეხილი, ჯერ არ ვიცით ხერხემლის [დაზიანება აქვს თუ არა]", - უთხრა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ რადიო თავისუფლებას.

ალადაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის ცენტრში ამბობენ, რომ მათ კლინიკაში გადაყვანილი ორივე პაციენტი კონტაქტურია და მათ კვლევები უტარდებათ.

ასევე ნახეთ ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა, არიან დაშავებულები

დღეს, 7 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე ლოტკინის დასახლებაში ლიფტი ჩავარდა და სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო დახმარების მანქანებმა ერთი დაშავებული თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, ორი კი მრავლობითი დაზიანებით ალადაშვილის სახელობის კლინიკაში.

ასევე ნახეთ გაწყდება, არ გაწყდება - თბილისის ლიფტები
ასევე ნახეთ რამდენი წლისაა თქვენი ლიფტი? - ამბები სადარბაზოებიდან

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თბილისში ლიფტი წყდება და მასში მყოფი ადამიანები კი მძიმე დაზიანებებს იღებენ.

ასევე ნახეთ თემქაზე, „არაშენდას“ კორპუსში ლიფტი ჩავარდა
ასევე ნახეთ 4 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ახლადაშენებულ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად
ასევე ნახეთ უბედური შემთხვევა გლდანში - ძველი და საშიში ლიფტები