ავიაკომპანია Wizz Air-მა „გულწრფელი მწუხარება“ გამოხატა 7 იანვრის ინციდენტის გამო, როცა მისმა კოლეგებმა მგზავრის სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს, „სანამ საქმეში პროფესიონალი ექიმები ჩაერთვებოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა“.
ასევე ნახეთ აეროპორტი: პარიზში გაფრენილი Wizz Air-ის თვითმფრინავი უკან, ქუთაისში დაჯდათავის განცხადებაში ავიაკომპანია ბოდიშს უხდის იმ მგზავრებს, რომელთა „მოგზაურობის გეგმებიც შეიცვალა“ და იტყობინება, რომ ქუთაისი-პარიზის რეისის განხორციელების „დროს მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო, დღეს დაგეგმილი ფრენები ქუთაისი-პარიზი და პარიზი-ქუთაისი გაუქმებულია“.
Wizz Air-ი ცდილობს თავის მგზავრებს შესთავაზოს „სხვადასხვა ვარიანტები მოგზაურობისთვის - იქნება ეს Wizz Air-ის ალტერნატიული ფრენები, თანხის სრული დაბრუნება თუ ავიაკომპანიის ანგარიშზე 120%-ის ანაზღაურება“. განცხადების თანახმად, პარიზის ბოვეს აეროპორტში მყოფ მგზავრებს ავიაკომპანია სთავაზობს რამდენიმე ალტერნატივას, „რომელიც ითვალისწინებს მათ გადაყვანას პარიზის ორლის აეროპორტში, ფრენას ბუდაპეშტის მიმართულებით, ხვალ კი გამოფრენას ბუდაპეშტიდან ქუთაისის მიმართულებით“.
Wizz Air-ი მეორე ალტერნატივად მათ ვარშავის აეროპორტში გადაყვანას და ორშაბათის რეისზე განთავსებას სთავაზობს.
რეისის გაუქმების შემთხვევაში ავიაკომპანიის პასუხისმგებლობის შესახებ მოქმედი წესები კომპენსაციის, სასტუმროსა თუ ტრანსპორტირების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოქვეყნებულია Wizz Air-ის ვებსაიტზე.