სოფელ გოდოგანში, რომელიც თერჯოლის რაიონში მდებარეობს, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა, თუმცა ამ ვერსიას ჯერჯერობით შსს არ ადასტურებს.
სამინისტროში გვითხრეს, რომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობის იარაღი ადგილზეა ნაპოვნი.
შემთხვევა წუხელ მოხდა. დეტალები ზუსტდება.