ირანის საინფორმაციო სააგენტომ დაადასტურა, რომ ჰუმანიტარული ორგანიზაციის ბელგიელ თანამშრომელს, რომელიც ირანში დააკავეს, 40 წლით მიუსაჯეს პატიმრობა.
ოლივიე ვანდეკასტელს ასევე მიუსაჯეს 74 როზგი, იტყობინება Reuters-ი.
ბელგიამ, ისვე როგორც ბრალდებულის ოჯახმა, დეკემბერში განაცხადეს, რომ ის დამნაშავედ ცნეს ჯაშუშობაში, აშშ-სთან ერთად ირანის წინააღმდეგ შეთქმულებასა და ფულის გათეთრებაში.
ვანდეკასტელმა უარყო ბრალდება, როგორც ყალბი, ხოლო ბრიუსელმა მას „შეთითხნილი“ უწოდა.