კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამდივნოს ერევნისგან არ მიუღია ოფიციალური შეტყობინება თავის ტერიტორიაზე სამხედრო წვრთნების ("ურღვევი ძმობა-2023") გაუქმების თაობაზე, ამის შესახებ რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასსი“ ОДКБ-ს პრესმდივანზე, ვლადიმირ ზაინეტდინოვზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, როგორც სააგენტოს უთხრა ვლადიმირ ზაინეტდინოვმა, გაგებით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას, „რამაც, შესაძლოა, მიმდინარე წელს ОДКБ-ს სამშვიდობო სწავლების სრულფასოვნად ჩატარების საშუალება არ მისცეს“.
ორგანიზაციის გაერთიანებული შტაბის პრესმდივნის, ვლადისლავ შჩეგრიკოვიჩის განცხადებით კი განიხილება სამშვიდობო ძალებთან ერთობლივი წვრთნების ჩატარების შესაძლებლობა რომელიმე სხვა მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 10 იანვარს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) აცნობა სომხეთში სწავლების ჩატარების მიზანშეუწონლობის თაობაზე.
ასევე ნახეთ ფაშინიანი სომხეთში ОДКБ-ს წვრთნების ჩატარებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს"სომხეთში ეს წვრთნები, ყოველ შემთხვევაში, წელს, არ გაიმართება“, - აღნიშნა ფაშინიანმა.
2002 წელს შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.