ბელგიაში გარდაცვლილ ლიზა ქისტაურს თბილისში პატივი მიაგეს

თბილისი, ვაშლოვანის ქუჩა

ბელგიაში გარდაცვლილ ქართველ ტრანსგენდერ ქალს, ლიზა ქისტაურს თბილისში პატივი მიაგეს. ვაშლოვანის ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები ყვავილებითა და სანთლებით გამოემშვიდობნენ მას.

თბილისი, ვაშლოვანის ქუჩა

ლიზა ქისტაური, დედის გადაწყვეტილებით, ბელგიაში დღეს, 11 იანვარს დაკრძალეს. ის ბოლო წლების განმავლობაში ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობდა.

ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ დაუდასტურებელი ინფორმაცია 5 იანვარს გავრცელდა - ოჯახი, ბელგიის პოლიცია და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმ დროისთვის ინფორმაციას არ ადასტურებდნენ.

თბილისი, ვაშლოვანის ქუჩა

ლიზა ქისტაურის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელგიის პოლიციაზე დაყრდნობით 6 იანვარს დაადასტურა.

ასევე ნახეთ ბელგიის პოლიციამ დაადასტურა ტრანსგენდერი ქალის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალება

"გასულ ორშაბათს ანტვერპენში, ერთ-ერთ ბინაში 26 წლის ქალის ცხედარი იპოვეს. დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება, დაინიშნა საგამოძიებო მოსამართლე და ჩატარდა ავტოფსია, ამან აჩვენა, რომ არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები", - უთხრეს "ფორმულას" ბელგიის პროკურატურაში 6 იანვარს.

ასევე ნახეთ ქისტაურის გარდაცვალების საქმეში დანაშაულის ნიშნები არ გამოკვეთილა - ბელგიის პროკურატურა