კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა

დილიდან კიევში აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაციას უკრაინული საინფორმაციო პორტალი უნიანი ავრცელებს.

აფეთქებების შესახებ იტყობინება საინფორმაციო პორტალი ТСН-იც, რომელიც ეყრდნობა მდინარე დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე მცხოვრებთა მიერ გავრცელებულ ცნობებს.

ადგილობრივი ტელეგრამ არხები იტყობინებიან, რომ დილის ექვსი საათიდან შვიდი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ივანოვკის მხრიდან. აფეთქებების ხმა ისმოდა ბოროდიანკიდანაც.

ოფიციალური ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ტელეგრამის საკუთარ გვერდზე მხოლოდ ერთ სიტყვას წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი - „მშვიდად“.