სოლედარისთვის ბრძოლაში უკრაინული არმია რუსი ქვეითი ჯარების ტალღებს შეეჯახა

Your browser doesn’t support HTML5

"არის მკაცრი სუსხი, გაყინული მიწა და ბრძოლა..." რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა მარიან კუშნირმა ეს სპეციალური რეპორტაჟი ცოტა ხნის წინ სოლედარში ფრონტის ხაზზე ყოფნისას გადაიღო. ამ მასალის შემდეგ, რუსულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ქალაქი აიღეს, მაგრამ დამოუკიდებელი წყაროების მხრიდან ეს არ დადასტურდა.