საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის, დაბადების დღე „ტვიტერის" ანგარიშზე მიულოცა.
„ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ დაბადების დღეს და გისურვებთ, რომ მომავალი დაბადების დღე თავისუფალ და გაერთიანებულ უკრაინაში გეზეიმოთ! გისურვებთ სიძლიერესა და გამძლეობას თავისუფლებისა და სუვერენიტეტისათვის ამ დაუღალავ ბრძოლაში! თქვენი გამარჯვება ჩვენი გამარჯვება იქნება! დიდება უკრაინას!" - მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი ზელენსკის.
З Днем народження @ZelenskyyUa May you celebrate your next birthday in a free and united Ukraine.I wish you strength and resilience in this relentless fight for freedom and sovereignty!Your victory will be our victory!#SlavaUkraini pic.twitter.com/FHUM4lKQPe
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) January 25, 2023
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, 25 იანვარს, 45 წლის გახდა.