ნინო სამხარაძე - "ვილნიუსის სამიტისთვის ახლა გაცხოველებული მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს"

Your browser doesn’t support HTML5

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" (GIP) ანალიტიკოსი ნინო სამხარაძე თვლის, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში წინსვლას სჭირდება უკრაინის მსგავსი პროაქტიული მიდგომა, რომელიც ერთ შემთხვევაში გეოპოლიტიკურ კონტექსტებზე მიბმაში შეიძლება გამოიხატოს, მეორე მხრივ კი უკრაინის დინამიკაზე მიბმით, რასაც თავის მხრივ ახლავს სირთულე, ვინაიდან უკრაინასთან ორმხრივ ურთიერთობაში გაუარესებაა. ეს აისახა კიდეც GIP-ის "საქართველოს მმართველობის ინდექსში", რომელიც 1 თებერვალს გამოქვეყნდა.