აშშ განიხილავს ჩინეთის სავარაუდო "ჯაშუში" ბურთის ჩამოგდების გეგმას

ჩინეთის სავარაუდო "ჯაშუში" ბურთი

ბაინდენის ადმინისტრაცია განიხილავს ჩამოგდებას ჩინეთის დიდი ზომის ბურთისა, რომელიც, გავრცელებული ცნობებით, აწარმოებს დაზვერვას აშშ-ის არმიაზე. არსებული გეგმით, ბურთი, შესაძლოა, ჩამოაგდონ მაშინ, როცა ის ატლანტის ოკეანის თავზე მოექცევა და მისი ნაწილების მოპოვება პოტენციურად შესაძლებელი იქნება - აშშ-ის ოთხი ოფიციალური პირის ამ სიტყვებს, ანონიმურობის დაცვით, ავრცელებს სააგენტო ასოშიეიტედ პრესი.

სააგენტოს წყაროთა თქმით, ჯერჯერობით უცნობია მიიღო თუ არა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხზე. ბურთის შესახებ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას ბაიდენმა 4 თებერვალს უპასუხა - "ჩვენ მას მოვუვლით".

ბურთი 4 თებერვალს შენიშნეს, სამხრეთ კაროლინის თავზე, როცა ის ატლანტის სანაპიროს უახლოვდებოდა.

ბურთის აღმოჩენის გამო ჩინეთში კვირას დანიშნული ვიზიტი გააუქმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ჩინეთი აცხადებს, რომ ბურთი ამინდს იკვლევს და ის უბრალოდ თავისი ტრაექტორიიდან გადავიდა. პენტაგონი უარყოფს ამ ვერსიას, ისევე, როგორც ჩინეთის განცხადებას, რომ ბურთი სადაზვერვოდ არ გამოიყენება და მას მცირე სანავიგაციო შესაძლებლობები აქვს.