ისრაელის ექსპრემიერი: პუტინი დამპირდა, რომ ზელენსკის არ მოკლავდა

ნაფტალი ბენეტი, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი

ისრაელის ყოფილი პრემიერ მინისტრი - რომელიც რუსეთის უკრაინასთან ომის დაწყების პერიოდში მცირე ხნით შუამავლის ფუნქციას ასრულებდა - აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ პუტინისგან მიიღო პირობა, რომ არ მოკლავდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ომის პირველ კვირებში მოულოდნელი შუამავალი გახდა - შარშან მარტში მოსკოვში განხორციელებული მოკლე ვიზიტისას ის პუტინს შეხვდა.

ბენეტის განცხადებები ნათელს ჰფენს კულუარებში მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევას და ზომებს, რომლებსაც ომის დაწყების პირველ პერიოდში მიმართავდნენ კონფლიქტის სწრაფად დასრულების მიზნით.