აშშ შეისწავლის ჩამოგდებული "ჯაშუში ბურთის" ნაწილებს

აშშ მოიპოვებს ნაწილებს ჩინეთის ბურთისა, რომელიც ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოაგდეს. ნაწილებს დაზვერვის სპეციალისტები შეისწავლიან და მათი პეკინისთვის დაბრუნება არ იგეგმება, განაცხადა თეთრმა სახლმა 6 თებერვალს.

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესმდივნის, ჯონ კირბის თქმით, ეს იყო მაღალტექნოლოგიური მზვერავი მოწყობილობა, რომლის ნაწილებიც, მისი ჩამოგდების შემდეგ, ოკეანის ზედაპირზე იქნა მოპოვებული. ამინდი არ იძლევა საშუალებას, ნაწილები წყლის სიღრმეშიც მოიძებნოს.

ბურთი 4 თებერვალს აღმოსავლეთის სანაპიროს მხარეს ჩამოაგდო აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავმა. ჩინეთი აცხადებს, რომ ეს მოწყობილობა ამინდს აკვირდებოდა.

ასევე ნახეთ აშშ-მა ოკეანის თავზე ჩამოაგდო ჩინეთის სავარაუდო "მზვერავი" საჰაერო ბურთი
ასევე ნახეთ ბლინკენმა პეკინში ვიზიტი გადადო აშშ-ის ცაზე ჩინური სადაზვერვო ბურთის გამოჩენის გამო