თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მხარის შუამდგომლობა სასჯელის აღსრულების გადავადებაზე ან მისგან გათავისუფლებაზე, უარყოფითად შეაფასა ევროპარლამენტის წევრმა „ევროპის სახალხო პარტიიდან" (EPP) მირიამ ლექსმანმა.
„თბილისის საქალაქო სასამართლოს უკიდურესად იმედგამაცრუებელი გადაწყვეტილება. საქართველოს ხელისუფლებას შევახსენებ, რომ სრულად ისინი არიან პასუხისმგებელი ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე", - წერს ტვიტერის ანგარიშზე მირიამ ლექსმანი.
Extremely disappointing decision by the Tbilisi City Court. I remind the Georgian authorities that they are fully responsible for the ex-President Saakashvili’s health and well-being https://t.co/GjcIC6UIl1
— Miriam M. Lexmann (@MiriamMLex) February 7, 2023
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელისუს ლანდსბერგისი სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას საქართველოს ევროპულ მომავალს უკავშირებს.
„მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მიღებისთვის გათავისუფლება საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა - მისთვის, მისი ოჯახისთვის და საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - აღნიშნა გაბრიელისუს ლანდსბერგისმა.
Releasing Mikheil Saakashvili for medical care abroad would be the best solution – for him, for his family, and for the sake of Georgia’s European future.
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) February 7, 2023
6 თებერვალს, საღამოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მხარეების დასკვნითი სიტყვის მოსმენის შემდეგ, მან მაშინვე გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი.
ასევე ნახეთ "არ დაკმაყოფილდეს" - ვინ რა თქვა სააკაშვილის სასჯელის გადავადების დასკვნით, მე-12 სხდომაზემიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.
ასევე ნახეთ უკრაინის საგარეო უწყება მიხეილ სააკაშვილის გადაცემას მოითხოვს